მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ(IOM), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში შექმნა კონსულტირებისა და დასაქმების ხელშეწყობის ქსელი, თბილისსა და ბათუმში არსებული კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრების (JCP) გაფართოებით და ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორსა და თელავში ახალი ცენტრების შექმნით. ცენტრები სტრატეგიულადაა განლაგებული, რათა შესაძლებელი გახდეს ბენეფიციართა დიდი რაოდენობის მოცვა და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
კონსულტაციისა და დასაქმების პროექტის ფარგლებში შემდეგი საქმიანობები ხორციელდება:
კონსულტაციები დასაქმების შესაძლებლობებზე, უფასო საშუამავლო მომსახურება:
კონსულტაციები დასაქმების სფეროში ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელთა შესაძლებლობების, კვალიფიკაციის განვითარების საჭიროებათა განსაზღვრას, და დამსაქმებლის მოთხოვნებისა და შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
საჭიროების შემთხვევაში, პროექტი ბენეფიციართა საბაზრო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით პროფესიული სწავლების მხარდაჭერა ისახავს მიზნად.
მიკროდაფინანსება:
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ბენეფიციართა მხარდაჭერა მცირე ბიზნესის წამოწყებასა და/ან არსებული ბიზნესების გაფართოებაში .
კონსულტაციისა და დასაქმების პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ,ზოგადად სამუშაოს მაძიებელთა, და სხვა დაუცველი სოციალური ჯგუფების კონკურენტუნარინობისა და შესაბამისად დასაქმების პერსპექტივების ზრდა.
ჩვენი მომსახურება უფასოა როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის.
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას