Georgian English
  მთავარი გვერდი  
  მომსახურება  
  სიახლეები  
  პუბლიკაციები  
  სტატისტიკა  
  დაგვიკავშირდით  
 
მთავარი გვერდი
პროექტის შესახებ
პროცედურები
სასარგებლო რჩევები
თბილისში - 08.04.2011
ბათუმში - 03.05.2011
ქუთაისში - 28.10.2011
movie
ფოტო გალერეა
იხილეთ
 
პროექტის შესახებ
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში შექმნა კონსულტირებისა და დასაქმების ხელშეწყობის ქსელი, თბილისსა და ბათუმში არსებული კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრების (JCP) გაფართოებით და ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორსა და თელავში ახალი ცენტრების შექმნით. ცენტრები სტრატეგიულადაა განლაგებული, რათა შესაძლებელი გახდეს ბენეფიციართა დიდი რაოდენობის მოცვა და მათი დასაქმების ხელშეწყობა.
კონსულტაციისა და დასაქმების პროექტის ფარგლებში შემდეგი საქმიანობები ხორციელდება:
კონსულტაციები დასაქმების შესაძლებლობებზე, უფასო საშუამავლო მომსახურება:
კონსულტაციები დასაქმების სფეროში ითვალისწინებს სამუშაოს მაძიებელთა შესაძლებლობების, კვალიფიკაციის განვითარების საჭიროებათა განსაზღვრას, და დამსაქმებლის მოთხოვნებისა და შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
კვალიფიკაციის ამაღლება / უნარ-ჩვევების განვითარება:
საჭიროების შემთხვევაში, პროექტი ბენეფიციართა საბაზრო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით პროფესიული სწავლების მხარდაჭერა ისახავს მიზნად.
მიკროდაფინანსება:
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ბენეფიციართა მხარდაჭერა მცირე ბიზნესის წამოწყებასა და/ან არსებული ბიზნესების გაფართოებაში .
კონსულტაციისა და დასაქმების პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ,ზოგადად სამუშაოს მაძიებელთა, და სხვა დაუცველი სოციალური ჯგუფების კონკურენტუნარინობისა და შესაბამისად დასაქმების პერსპექტივების ზრდა.
ჩვენი მომსახურება უფასოა როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის.
 
         
   
  ახალციხე   ქუთაისი  
  ბათუმი   ფოთი  
  გორი   თელავი  
 ბმულები
inform