Georgian English
  მთავარი გვერდი  
  მომსახურება  
  სიახლეები  
  პუბლიკაციები  
  სტატისტიკა  
  დაგვიკავშირდით  
 
მომსახურება
ჩვენი მომსახურება
პროფესიული სწავლება (გადამზადება)
ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა
თბილისში - 08.04.2011
ბათუმში - 03.05.2011
ქუთაისში - 28.10.2011
movie
ფოტო გალერეა
იხილეთ
 
ჩვენი მომსახურება
სამუშაოს მაძიებლებს ვთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
კონსულტაცია დასაქმებაზე:
გაგიწევთ კონსულტაციას დასაქმების შესაძლებლობებზე, მაღალ- მოთხოვნად პროფესიებზე და კვალიფიკაციის ამაღლების გზებზე ქვეყნის მასშტაბით.
რეგისტრაცია ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში:
ჩვენ შევადგენთ თქვენს დეტალურ პროფესიონალურ რეზიუმეს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
გადამისამართება პოტენციურ დამსაქმებელთან:
კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრები თანამშრომლობენ დამსაქმებლებთან ვაკანსიების მოსაძიებლად. ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი მონაცემების შესაბამისობის შემთხვევაში ჩვენ დაუყოვნებლივ შევადგენთ, შესაბამის ფორმას მივცემთ და გადავამისამართებთ თქვენს რეზიუმეს. დამსაქმებელი თავად ან დასაქმების ცენტრის კონსულტანტის მეშვეობით დაგიკავშირდებათ გასაუბრების მიზნით და მოგაწვდით ინფორმაციას შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ.
გადამისამართება პროფესიული სწავლება-გადამზადების კურსებზე:
კონკურენტუნარიანობისა და დასაქმების შესაძლებლობათა ზრდის მიზნით კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრები რეგულარულად აწარმოებენ შესაბამისი მონაცემების მქონე რეგისტრირებულ ბენეფიციართა გადამისამართებას პროფესიული სწავლება-გადამზადების კურსებზე. აღნიშნული კურსები ეწყობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროფესიული სასწავლო დაწესებულებების მიერ და მათი შერჩევა ხდება შრომის ბაზრის ან კონკრეტული დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად. ცენტრი ახდენს პროფესიული სწავლების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას.
სამუშაოს მოძიების და თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება:
სამუშაოს მოძიებისას მნიშვნელოვანია პრეტენდენტს გააჩნდეს თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევები. თითოეულ რეგისტრირებულ ბენეფიციარს საშუალება ექნება დაესწროს რეგულარულ ტრენინგებს, რომლებიც ეწყობა კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრებში. ტრენინგები სამუშაოს მაძიებელთათვის უფასოა.
ტრენინგი ბიზნეს საქმიანობის უნარ-ჩვევებში:
მარკეტინგის, ბიზნეს გეგმის შემუშავებისა და საბუღალტრო აღრიცხვის უნარ-ჩვევები არსებითია ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისათვის. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, ბიზნესით დაინტერესებული ბენეფიციარებისათვის ცენტრებში ტარდება ბიზნეს-საქმიანობის წარმართვის უნარ-ჩვევათა ტრენინგ-კურსები. გარდა ამისა, ხდება ყველაზე საიმედო და დასაბუთებული ბიზნეს იდეების ფინანსური მხარდაჭერა.
დამსაქმებლებს ვთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
დამსაქმებლებთან კონტაქტი და სამუშაოს მაძიებელთა გადამისამართება:
დამსაქმებლებს შეუძლიათ დაზოგონ მნიშვნელოვანი დრო და რესურსები სასურველი პერსონალის დაქირავებისას. დამსაქმებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ვაკანსიები (ტელეფონით, ელფოსტით ან ონლაინ რეჟიმში), რის საპასუხოდაც ჩვენი კვალიფიცირებული პერსონალი უზრუნველყოფს ვაკანსიის შესაფერისი კადრების ოპერატიულად შერჩევას მონაცემთა ბაზიდან და მათი რეზიუმეების დამსაქმებლისათვის მიწოდებას. დამსაქმებლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ სამუშაოს მაძიებელთან გასაუბრების თაობაზე.
პროფესიული მომზადება/გადამზადება:
დამსაქმებლის მოთხოვნის შესაბამისად, კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრებმა შეიძლება უზრუნველყონ 3 ან 4 თვიანი სასწავლო კურსების დაგეგმვა შერჩეული კანდიდატებისათვის სხვადსხვა სპეციალობებში (როგორც ინდივიდუალური კურსი, ასევე საწარმოო პრაქტიკა). გადამზადების კურსების და შემდგომი დასაქმების პირობები წინასწარ განიხილება დამსაქმებლებთან. ცენტრის ფონდებით შეიძლება ნაწილობრივ დაიფაროს სწავლის ხარჯები. კონსულტაციისა და დასაქმების პროექტი თანამშრომლობს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრებთან და სერტიფიცირებულ ასოციაციებთან. დამსაქმებლებმა ასევე შეიძლება შეარჩიონ პროფსასწავლებლები საკუთარი სურვილისამებრ, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში გამოიყენონ ინსტრუქტორებად საკუთარი სპეციალისტები და საწარმოშივე შექმნან მომზადება-გადამზადების შესაძლებლობები მათ მიერ მოთხოვნილ პროფესიებში.
ჩვენი მომსახურება უფასოა როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის.
 
         
   
  ახალციხე   ქუთაისი  
  ბათუმი   ფოთი  
  გორი   თელავი  
 ბმულები
inform